ფეხბურთი

0:55 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "ნეიმარის გარეშე დარჩენა ჩვენთვის ძალიან სახიფათოა"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მიიჩნევს, რომ ნეიმარის ტრავმის გამო მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი შეუმცირდა. როგორც 41 წლის იტალიელმა აღნიშნა, ბრაზილიელის გარეშე დარჩენა ძალიან სახიფათოა.

„ყოველ წელს ვფიქრობდი, რომ აი, ახლა შესაბამისი წელია, მაგრამ 24 წელი გავიდა, რაც ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვცდილობ. თუმცა, ეს ძალიან რთულია, ყოველთვის საჭიროა იღბალი.

ახლა ჩვენ რთულ ვითარებაში ვართ, რადგან ნეიმარი გამოგვაკლდა. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ბოლო სამი თვის განმავლობაში გუნდისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ჩვენთვის ძალიან სახიფათოა ნეიმარის გარეშე თამაში“, - განუცხადა ბუფონმა Mnachester Evening News-ს.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს პსჟ „ოლდ ტრაფორდზე“ ეწვევა „მანჩესტერს“, ხოლო 6 მარტს, „პარკ დე პრენსზე“ უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ ნეიმარი ტრავმირებულია და ბოლო ცნობებით, 2 თვე მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.

0.118243