ფეხბურთი

15:15 | 4.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერმა შესაძლოა "ლივერპულთან" ვერ ითამაშოს

მიუნხენის „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ მატჩში შესაძლოა კაპიტნის, მანუელ ნოიერის გარეშე მოუწიოს თამაში. Liverpool Echo-ს ცნობით გერმანელი კიპერის ხსენებულ შეხვედრაში მონაწილეობა ეჭვქვეშაა.

ნოიერს ხელის ტრავმა აწუხებს და ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდით იუქმებს. ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩი კი, „ლევერკუზენთან“ გაუცდა, რომელიც მისმა გუნდმა 1:3 წააგო.

„არ შემიძლია იმის თქმა, რამდენი ხანი დაგვაკლდება. თუ ვიტყვი, რომ ხუთი თვე ვერ ითამაშებს, ეს ძალიან ცუდი ინფორმაცია იქნება, მაგრამ თუ ვიტყვი, რომ 5 დღე დაგვაკლდება, ყველა ჩათვლის, რომ ყველაფერი რიგზეა. მანუელი გრძნობდა ტკივილს, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ითამაშებდა“, - განაცხადა „ლევერკუზენთან“ მატჩის შემდეგ ნიკო კოვაჩმა.

32 წლის ნოიერმა „ბაიერნის“ კარი მიმდინარე სეზონში 28-ჯერ დაიცვა და 26 გოლი გაუშვა. 11 მატჩში კი, კარი მშრალად შეინახა. შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 19 თებერვალს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.

0.115102