ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში "ჰიუსტონის" ლიდერი ჯეიმს ჰარდენი და აღმოსავლეთში "ფილადელფიას" ფორვარდი ჯოელ ემბიდი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
იანვრის თვეში "ფილადელფიამ" 15-დან თერთმეტი შეხვედრა მოიგო, ემბიდი კი საშუალოდ ერთ მატჩში 29.2 ქულას, 13.8 მოხსნას და 3.8 პასს აგროვებდა. ჯეიმს ჰარდენი საშუალოდ 43.6 ქულას 7.6 პასს და 8.7 მოხსნას აკეთებდა.