საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრები ეკატერინე გორგოძის, ოქსანა კალაშნიკოვას, ზოზია ქარდავას, მარიამ ბოლქვაძისა და გუნდის კაპიტნის მაკა ჩახნაშვილის შემადგენლობით ინგლისის ქალაქ ბათში გაემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ 6-9 თებერვალს ქართველ გოგონებს ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის მატჩები ელით. საქართველოს ნაკრები ბ ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ხორვატია, თურქეთი და სერბეთი ეყოლება.
ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელები ბრძოლას ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ს პლეი ოფში მოხვედრისთვის განაგრძობენ.