დღეს პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო თასზე (SABRE DE WOLODYJOWSKI) ხმლით ფარიკაობაში გუნდური შეჯიბრი იმართება.
ვარშავაში 27 გუნდი ასპარეზობს, მათ შორის FIE-ს რეიტინგის პირველი 24 ნაკრები. საწყის ეტაპზე საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და 45:38 დაამარცხა.
მეთექვსმეტედფინალში ჩვენი გუნდი რუმინეთის ნაკრებს შეხვდება.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური