ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფება და მომავალ კვირას საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) ჩაებმება.
ბასილაშვილი SOFIA OPEN-ზე მე-5 ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს ეთამაშება, წარმატების შემთხვევაში კი, ბოსნიელ მირზა ბეგიჩსა და სლოვაკ მარტინ კლიჟანს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.
წყვილთა ტურნირში ბასილაშვილი და ავსტრალიელი მეტიუ ებდენი “უაილდ ქარდის” მქონე ბულგარელებს – ალექსანდერ დონსკისა და ალექსანდარ ლაზაროვს გაეჯიბრებიან.