კალათბურთი

1:20 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლის” მე-6 მარცხი

სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგის ბიგ ისთის დივიზიონში “ბატლერთან” 68:70 წააგო და სატურნირო ცხრილში 4 მოგებითა და 6 მარცხით მე-5 ადგილზე იმყოფება.

წარმატებული მატჩი არც კონკრეტულად ქართველ კალათბურთელს ჰქონია. მან 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა და 2 ქულას 3 მოხსნა და 1 პასი წაამატა, პასივში კი 2 დაკარგვა და 2 პერსონალური ფოლი ჰქონდა.
“სეთონ ჰოლი” მომდევნო მატჩს 10 თებერვალს “კრეიტონთან” ჩაატარებს.

0.115357