სხვა

1:40 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვარშავაში გუნდური შეჯიბრის დროა

დღეს, პოლონეთის დედაქალაქში მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

ვარშავაში 27 გუნდი იასპარეზებს, მათ შორის FIE-ს რეიტინგის პირველი 24 ნაკრები. მონაწილეთა შორისაა მსოფლიო რეიტინგის მერვე გუნდი საქართველოს ნაკრები. პირველ შეხვედრაში ქართველი მოფარიკავეები, საქართველოს დროით 13:00 საათიდან ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ინდივიდუალურ შეჯიბრში გაირკვა 16 საუკეთესო, რომლებიც მედლებისათვის აგრძელებენ ბრძოლას. სამწუხაროდ, მათ შორის არ არიან ქართველი მოფარიკავეები. მეთექვსმეტედფინალში, ბექა ბაზაძემ ფრანგ ვინსენ ანსტეტთან 11:15 წააგო.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

თეგებიფარიკაობა
0.11433