ფეხბურთი

11:20 | 2.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი ისევ დაშავდა

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "სარაგოსას" წევრი გიორგი პაპუნაშვილი კვლავ ტრავმირებულია. ესპანური მედიის ცნობით, გიორგიმ ტერფის დაზიანება პარასკევს გამართულ ვარჯიშზე მიიღო.

პაპუნაშვილმა ტრავმა ალბერტო ზაპატერთან შეჯახებისას მიიღო და ვარჯიშის დატოვება მედიკოსთა დახმარებით მოუწია. ამ ეტაპზე უცნობია მისი ხარისხი, მაგრამ შიშობენ, რომ ფეხი იმავე ადგილზეა ნატკენი, რის გამოც მიმდინარე სეზონში 4 თვე გაუცდა.

აღსანიშნავია, რომ მაშინ ქართველს რეაბილიტაციის პერიოდი ძალზე გაეწელა და მოედანზე დაბრუნება მხოლოდ საშობაოდ მოახერხა. ამ ეტაპზე კი, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ გიორგი „სარაგოსას“ ორშაბათს, „ლას პალმასთან“ შეხვედრაში ნამდვილად ვერ დეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.114936