ჭადრაკი

1:00 | 2.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილმა გიბრალტარში იყოჩაღა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლელა ჯავახიშვილმა (2452) გიბრალტარში გამართულ უძლიერეს საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა.

ჯავახიშვილმა, რომელსაც 104-ე განთესვა გააჩნდა, მსოფლიოს უძლიერეს დიდოსტატებთან შეჯიბრში, 10 ტურში 6.0 ქულა მოაგროვა და ქალთა შორის მესამე-მეათე ადგილი გაინაწილა.
საერთო ჯამში, ლელამ ორმოცდამეერთე-სამოცდამეთოთხმეტე პოზიციები გაიყო, დამატებითი მაჩვენელებით კი 73-ე გახლდათ.
5.5 ქულა მიითვალა საქართველოს ქალთა ნაკრების მეორე წევრმა ნინო ბაციაშვილმა (2459), რომელსაც 99-ე საფეხური ერგო.
ქალთა ჩათვლაში 7.0 ქულით პირველობა ჩინელმა ტან ჟონგიმ (2502) იზეიმა, ხოლო მეორეზე 6.5 ქულით უკრაინელი მარია მუზიჩუკი (2540) გავიდა.
ვაჟთა ტურნირის გამარჯვებული რუსი ვლადისლავ არტემიევი (2709) გახდა, რომელმაც 8.5 ქულა მიითვალა. ჩემპიონს ნახევარი ქულით მურალი კარტიკეიანი (ინდოეთი, 2570) ჩამორჩა, მესამეზე კი, 7.5 ქულითა და უკეთესი კოეფიციენტით კიდევ ერთი რუსი ნიკიტა ვიტიუგოვი (2720) გავიდა.
საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრმა ივან ჩეპარინოვმა (2691) 6.5 ქულით ოცდამესამე-მეორმოცე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, 30-ე იყო.

0.117747