ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ინდურ ჯოდჰპურში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს გამოეთიშა.
შაფათავამ ერთეულთა თანრიგის მეოთხედფინალში მე-6 ნომრად განთესილ იაპონელ მიიაბი ინუესთან დიდი ბრძოლა გადაიტანა და 4:6, 7:5, 6:7 (1:7) დამარცხდა.
წყვილთა შეჯიბრის ნახევარფინალში შაფათავა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი იმავე ინუესა და ერი ჰოზუმის იაპონურ დუეტს (პირველი განთესვა) ვერ გაუმკლავდნენ – 2:6, 6:3, 7:10.