თურქეთში შეკრებაზე მყოფი ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ საბა ლობჟანიძის „რანდერსს“ დაუპირისპირდა და 2:3 წააგო. ორივე ქართველი ფეხბურთელი მოედანზე იყო.
ლობჟანიძემ კი, გოლის გატანაც შეძლო. 23-ე წუთზე, როდესაც „რანდერსი“ მარცხდებოდა (0:1), საბამ ავსტრიელთა დაცვის ხაზის ჩავარდნით ისარგებლა და კარიდან გამოსულ მეკარეს ადვილად და ტექნიკურად გაუტანა. საბოლოოდ, დანიელებმა შეხვედრა 3:2 მოიგეს.
„რანდერსმა“ დაასრულა თურქული შეკრება და 10 თებერვლიდან დანიის სუპერლიგას განაახლებს „ოლბორგთან“ მატჩით. „შტურმი“ კი გააგრძელებს სპარინგების ჩატარებას.