ჩოგბურთი

16:50 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას მარცხი ტაილანდში

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ტაილანდის ქალაქ ჰუა ჰინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ოქსანამა და მონტენეგროელმა დანკა კოვინიჩმა პირველ წრეში შვეიცარიელ ვიკტორია გოლუბიცსა და ჰოლანდიელ არანჩა რუსს 2:6, 6:3, 10:5 სძლიეს, მე-2 რაუნდში კი რუს ანა ბლინკოვასა და ჩინელ იაფან ვანგს ვერ გაუმკლავდნენ – 3:6, 4:6.

0.114705