ავთო ებრალიძე კარიერას „ნასიონალში“ გააგრძელებს. ამის შესახებ პორტუგალიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. მხარეებს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა.
აქვე გეტყვით, რომ „ნასიონალში“ ერთი ჩვენებური უკვე ირიცხება - გიორგი არაბიძე. ახლა კი, მასთან ერთად ებრალიძეც ითამაშებს. 27 წლის ქართველმა შემტევმა ახალ გუნდში 29-ნომრიანი მაისური მოირგო.
შეგახსენებთ, ებრალიძემ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი „შავესში“ ჩაატარა, 12 მატჩში გოლი ვერ გაიტანა. იქამდე კი, „ვიზეუს“, „ჟილ ვისენტეს“, „ოლივეირენსეს“, „ევორასა“ და „ლაგოსის“ ღირსებას იცავდა.