ჩოგბურთი

10:17 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი სოფიის ტურნირზე იასპარეზებს

მსოფლიოს 22-ე ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბულგარეთში გასამართ ტურნირზე Sofia Open-ზე იასპარეზებს.

კენჭისყრა ჯერ არ ყოფილა, ტურნირის ოფიციალურმა ვებგვერდმა განთესილი რვა ჩოგბურთელის სია გამოაქვეყნა. ტურნირის პირველი ნომერი კარენ ხაჩანოვია, შემდეგ სტეფანოს ციციპასი, რობერტო ბაუტისტა-აგუტი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ფერნანდო ვერდასკო, გაელ მონფილსი, ანდრეას სეპი.

Sofia Open-ს საპრიზო ფონდი 561 000 ევროა. ტურნირი 250-ქულიანი კატეგორიისაა.

ნიკას გასულ სეზონში ბულგარეთში არ უასპარეზია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მოპოვებული ყველა ქულა მის რეიტინგში აისახება. ტურნირი 4-10 თებერვალს გაიმართება.

0.117207