ფეხბურთი

4:05 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე კარიერას პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ბინადარ სეტუბალის „ვიტორიაში“ გააგრძელებს. როგორც პორტუგალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ქართველ მეკარესთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გაფორმდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ ნდობა გამომიცხადა. მომცა შესაძლებლობა, რომ პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში დიდი გუნდის ღირსება დამეცვა. „ვიტორიას“ ფეხბურთელთა უმეტესობას უკვე ვიცნობ. ეს არის დიდი ჯგუფი და დარწმუნებული ვარ, რომ სეზონს წარმატებით დავასრულებთ“, - ციტირებს მაკარიძის სიტყვებს „ვიტორიას“ ვებგვერდი.

28 წლის ქართველი მეკარე ბოლოს „რიუ ავეში“ თამაშობდა, რომელთანაც დაახლოებით ერთი თვის წინ კონტრაქტი გაწყვიტა. მანამდე, გიორგის ასევე უთამაშია ფრანგულ „ლე მანში“, კვიპროსულ „დოქსაში“ და პორტუგალიურ „ფეირენსესა“ და „მორეირენსეში“.

რაც შეეხება სეტუბალის „ვიტორიას“, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში 19 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.

0.117304