ანტონიო კონტე მილანის „ინტერთან“ მოლაპარაკეკებს იწყებს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი შესაძლოა სულ მალე „ნერაძურის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.
გუშინ, კონტე „ატალანტასა“ და „იუვენტუსის“ მატჩს დაესწრო და შემდეგ განაცხადა, რომ იტალიური გუნდებისგან შეთავაზება არ მიუღია. თუმცა, დღეს, ანტონიო BeIN Sports-ის ჟურნალისტმა მილანში, „ინტერის“ ოფისის წინ შენიშნა.
მის კითხვაზე პასუხს, აქვს თუ არა კონტაქტი „ნერაძურისთან“, კონტემ თავი აარიდა: „კომენტარის გარეშე“, - თქვა იტალიელმა.
უკვე საიდუმო არაა, რომ „ინტერში“ ლუჩანო სპალეტის მუშაობით უკმაყოფილონი არიან, ხოლო გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა ძველი ნაცნობის, კონტეს მიწვევას ცდილობს.
ვნახოთ, შედგება თუ არა შეთანხმება და კონტე სამშობლოს 5-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდება (საკლუბო დონეზე). ბოლოს კონტე „ჩელსიში“ მუშაობდა, ხოლო იქამდე იტალიის ნაკრებსა და „იუვენტუსს“ ავარჯიშებდა. ფეხბურთელობისას, 13 წლის განმავლობაში ასევე „იუვეს“ წევრი იყო.