კალათბურთი

17:05 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის 6 ქულა და 7 პასი ჩემპიონთა ლიგაში

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში თად მაკფადენის “იბეროსტარ ტენერიფემ” ჩეხური “ოპავა” 97:38 გაანადგურა და B ჯგუფში პირველი ადგილი დაიბევა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:22 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.
მაკფადენმა 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი მასპინძლებმა სტუმრებზე 38 (!) ქულით მეტი ჩააგდეს.
ტენერიფელებს 13 ტურში 11 მოგება აქვთ და ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის შედეგის მიუხედავად, პირველი პოზიცია განაღდებული აქვთ.
მაკფადენის გუნდს ჯგუფში დასკვნითი მატჩი 5 თებერვალს, სტუმრად, ბერძნულ პაოკ-თან ელის, შემდეგ კი მარტში დაგეგმილი მერვედფინალური ეტაპისთვის მზადებას დაიწყებს.

0.119962