კალათბურთი

16:41 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძის გუნდის მარცხი ტრევიზოში

იტალიის სერია A2-ს აღმოსავლეთ დივიზიონში გიგა ჯანელიძის “დინამო კალიარიმ” მორიგი მატჩი ჩაატარა და სტუმრად “ტრევიზო ბასკეტთან” 52:94 წააგო.

ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30 წუთში 6 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ჯანელიძემ 4-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა და ის სარდინიელთა რიგებში მხოლოდ ამერიკელ ენტონი მაილსს (20) ჩამორჩა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო.

“დინამო კალიარი” 6 მოგებითა და 13 მარცხით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-15 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 3 თებერვალს, შინ, აუტსაიდერ “ბონდი ფერარასთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120926