ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა წარმატებულად ირჯება ინდოეთის ქალაქ ჯოდჰპურში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.
ერთეულთა შეჯიბრის მერვედფინალში შაფათავამ მე-3 ნომრად განთესილ უკრაინელ ვალერია სტრახოვას 6:1, 6:4 სძლია და მეოთხედფინალში ძალებს მე-6 რეიტინგის მქონე იაპონელ მიიაბი ინუეს გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში შაფათავამა და ბრიტანელმა ემილი ვებლი-სმითმა, რომლებიც მე-4 განთესვით ირჯებიან, ნახევარფინალში უბრძოლველად გააღწიეს, რადგანაც ინდოელები ჯენიფერ ლუიკჰამი და მიჰიკა იადავი მათთან სათამაშოდ არ გამოცხადდნენ.