ჩოგბურთი

17:53 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ავსტრალიურ ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ავსტრალიურ ლანკესტონში მიმდინარე 60-ათასიან ტურნირს გამოეთიშა.

გორგოძე პირველ რაუნდში მასპინძელ კიმბერლი ბირელს გაეჯიბრა და მართალია, პირველ სეტში იმარჯვა, საბოლოოდ, 6:2, 3:6, 3:6 დამარცხდა.
გორგოძეს ირინა მარია ბარასთან ერთად წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალშიც უნდა ეთამაშა, თუმცა, რუმინელის ტრავმის გამო, კორტზე აღარ გასულა.
შედეგად, ავსტრალიელებმა აიავამა და ბაინსმა ნახევარფინალში უბრძოლველად გააღწიეს.

0.115503