ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ დამაჯერებლად გადალახა ინდურ ჯოდჰოურში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ერთეულთა ბადის საწყისი წრე.
დღეს, შაფათავამ რუს ეკატერინა მაკაროვას 6:2, 7:5 სძლია და მერვედფინალში მე-3 ნომრად განთესილ უკრაინელ ვალერია სტრახოვას ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ წყვილთა შეჯიბრში მე-4 რეიტინგის მქონე შაფათავასა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითის დუეტი მეოთხედფინალშია გასული.