ფეხბურთი

13:55 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერი ორ დღეში გადაწყდება - მჭედლიძე სერია B-ში?

საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ თავდამსხმელ ლევან მჭედლიძეს იტალიის სერია B-ს ბინადარი „კარპი“ ეპატიჟება. Pianetaempoli.it-ის ინფორმაციით, ხსენებულ გუნდს ქართველი ფორვარდის დამატების დიდი სურვილი აქვს.

წერილში ნახსენებია, რომ ლევანი „ემპოლიში“ ყოველთვის ითვლებოდა მნიშვნელოვან ფიგურად და აფასებდნენ, მაშინაც კი, როდესაც ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა. სამაგიეროდ, არ კონკრეტდება შესაძლო ტრანსფერის დეტალები.

იტალიაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღეა დარჩენილი და გამოცემის ცნობით, „კარპის“, რომელიც სერია B-ს გასავარდნ ზონაშია (17 ქულით მე-17 ადგილზე), სწორედ ახლა სურს ქართველი ფეხბურთელით შემადგენლობის გაძლიერება.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მჭედლიძემ სერია A-ში 6 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.113128