ფეხბურთი

11:45 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვერნერის შეძენა „ბაიერნს,“ „დორტმუნდსა“ და „ლივერპულს“ სურთ

გერმანულ “ლაიპციგს“ ძალიან კი უნდა 22 წლის შემტევის, ტიმო ვერნერის შენარჩუნება, მაგრამ, დიდი ალბათობით, ნიჭიერი თავდამსხმელი ზაფხულში კლუბს დატოვებს. მასი საკუთარ რიგებში ხილვა ბევრს სურს, მაგრამ განსაკუთრებით მოწადინებულნი „ბაიერნი,“ დორტმუნდის „ბორუსია’ და „ლივერპული“ ყოფილან - გვამცნობს ESPN.

წყაროს ცნობით, ვერნერის გადაბირების ყველაზე მეტი შანსი მიუნხენურ კლუბს ჰქონია, თუმცა „დორტმუნდი“ მას ძირითადში გარანტიერბულ ადგილს ჰპირდება, ხოლო იურგენ კლოპი პირადად ყოფილა დაინტერესებული ვერნერის „ენფილდზე“ ხილვით.

მიმდინარე ბუნდესლიგაში ვერნერმა „ლაიპციგის“ მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

0.11699