„ასეთ დებიუტს ველოდი. აქამდეც ვთქვი, როდესაც დავიბადე, უკვე მზად ვიყავი და ეს მხოლოდ დასაწყისია“, - ეს „მილანის“ ახალწვეული ფორვარდის, კრშიშტოფ პიონტეკის სიტყვებია.
და, თუ მართლაც ეს მხოლოდ დასაწყისია, მაშინ თავდასხმაში „როსონერის“ ბედს კარგა ხანს ძაღლი არ დაჰყეფს. იტალიის თასის მეოთხედფინალში „მილანმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა. ეს გუნდები 4 დღის წინ ამავე სტადიონზე უკვე შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ სერია A-ს ეგიდით და მაშინ გოლი არ გასულა. ამჯერად გავიდა და ყველა ნეაპოლელთა კარში.
პოლონელი პიონტეკი ერთი კვირაც არაა, რაც „მილანის“ ფეხბურთელია და მისი დებიუტი ჯერ კიდევ შაბათს შედგა („ნაპოლისთან“). თუმცა, მაშინ ცვლილებაზე ითამაშა და სულ რამდენიმე წუთი. ამჯერზე, ჯენარო გატუზომ „ახალი ლევანდოვსკი“ (პოლონელის მეტსახელია) სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა და არც შემცდარა.
მე-11 წუთზე პიონტეკი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია, ხოლო 27-ე წუთზე თავად შექმნა გოლი, ალექს მერეტის კარი შორეულ კუთხეში დალაშქრა. დარჩენილ დროში „ნაპოლი“ ცდილობდა სიტუაციის შეცვლას, მაგრამ ჩინებული გახლდათ ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც ბოლო დროს გოლს არ უშვებს და შესანიშნავ ფორმაშია.
პიონტეკმა კი, იტალიის თასის მიმდინარე გათამაშება უკვე მოახერხა 8 გოლის გატანა. წინა 6 გოლი „ჯენოას“ მაისურით შეაგდო. საერთოდ, პოლონელი გენუური კარიერიდან მოყოლებული გამორჩეული შედეგიანობით იწონებს თავს და ვინძლო, „მილანმა“ მართლაც გადაჭრა ფორვარდის პრობლემა, რომელიც უკვე დიდი ხანია ამ გუნდის წინაშე დგას (პრაქტიკულად იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ).
„მილანი“ უკვე იტალიის თასის ნახევარფინალშია და იქ მეტოქეს ელოდება. „ინტერი“ ან „ლაციო“ - სწორედ ამ გუნდთა დაპირისპირებაში გაირკვევა „როსონერის“ მეტოქე. სხვათა შორის, „მილანი“ ზედიზედ მეორედ გავიდა კოპა იტალიის ნახევარფინალში, რაც 2012 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.
აქვე გეტყვით, რომ ხვალ ორი მეოთხედფინალური შეხვედრა შედგება - „ფიორენტინა“ „რომას“, ხოლო „ატალანტა“ „იუვენტუსს“ დაუხვდება. 31 დეკემბერს კი, ბოლო ნახევარფინალისტი „ინტერისა“ და „ლაციოს“ მატჩში გაირკვევა.
„მილანი“ – „ნაპოლი“ 2:0 (2:0) VIDEO
მილანი, „სან სირო“
„მილანი“ (4-3-3): დონარუმა; აბატე, მუსაკიო, რომანიოლი, ლაქსალტი; კესიე, ბაკაიოკო, პაკეტა (როდრიგესი 85); კასტილიეხო, პიონტეკი (კუტრონე 79), ბორინი (ჩალჰანოღლუ 60)
მწვრთნელი: ჯენარო გატუზო
„ნაპოლი“ (4-4-2): მერეტი; მალკუიტი (კალეხონი 85), მაკსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი; ფაბიან რუისი, ალანი (უნასი 46), დიავარა (მერტენსი 58), ზიელინსკი; მილიკი, ინსინიე
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლები: 1:0 პიონტეკი (11), 2:0 პიონტეკი (27)
გაფრთხილება: მალკუიტი (29), მილიკი (35), კულიბალი (40)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (3) – 18 (9) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 1:7 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: პიერო ჯაკომელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://www.kvirispalitra.ge/sport/22935-qristhvis-vistsavlo-thu-mtsvrthnelobis-nacvlad-maqinaciebi-unda-vicodeq.html')>0?'http://www.kvirispalitra.ge/sport/22935-qristhvis-vistsavlo-thu-mtsvrthnelobis-nacvlad-maqinaciebi-unda-vicodeq.html':'http://www.kvirispalitra.ge/sport/22935-qristhvis-vistsavlo-thu-mtsvrthnelobis-nacvlad-maqinaciebi-unda-vicodeq.html'))
საქართველოს ჩემპიონატი არის ერთი დიდი ბაზარი ფულის საკეტებელი ახლა საჭიროა 37 წლის წმენდები განხტა ორციელედეს აქ თორემ ყველა ისეა გასვრილი ამ საქმეს რა ეშველება არავინ იცის მატჩს რომ დელეგატი ესწრება და პატაკში ბოლოს იმას წერს ყველაფერი სამართლიანად იყო და მშვიდ ატმოსფეროში ცატარდაო პირველ რიგში ისაა დასაჭერი აბა მსაჯმა როგრო უნდა იბლატაოს ერთ ტამაშში 4 პენალტი დავდეო და ეს არავინ არ იცის ისე ლამასად გამოვიდაო ანდა სად იყო დელეგეტი ეძინა მაგრამ გრუპებად არიან შეკრული ის იმას უყოფს ფულს დამიდიდს ერთი გნიასი თქვენ არ იციცთ ბავშვთა ფეხბურთში როგორი მსაჯობა მიდის ვინ ვისთანაა შეკრული და რა პიტივისცემები ხდება ამას აკონტროლებს ვინმე 12 გუნდიან ჩეპიონატში ვერ კონტროლებოდა ეს ყოველივე და ახლა მითმეტეს გაშლიან ხელებს სამსაჯო განყოფილება კი გადადგა მაგრამ ამიტ რას ეშველება მაიმუნობას ვინ მოიშლის არავინ ახლა ბატონო შედეგებზე მოხდება ჩალიჩი ანდა ამ პირვლ ტაიმში შეცვლებს სად იღებენ ფსონად ასე რომ მომრავლდა ჩვენ ჩემპიონატში რა უნდა გააფუღოს ფეხბურთელმა ასეთი 4 წუთზე რომ შეცვლი ანდაც 14 წუთზე როცა ნაგარიში 0-0 ვერ გამიგია ანდა ტავდამსხმელის 44 წუთზე შეცვლა რას ნიშნავს თუ რაიმე მაიმუნობასთან არ გვაქვს საქმე ამას ნეტავ აქცევს ვინმე ყურადღებას არც არვინ აბა შედეგი ვირას აინტერესებს როცა ყველა ტოტალიზატორზეა ორიენტირებული და ფულის შოვაზე ესაა ცვენი ჩემპიონატი და რა გვიკვირს ევროპაში სულ გადე-ბული რომ გვაქვს
ჩვენ ჩვენი უნდა ვიტიროთ, მარა ეს ყველაფერი მარტო ქართულ სპორტს, რომ სჭირდეს კიდე უშველიდა კაცი.მსოფლიო იძირება ამ ჭაობში.
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
საცენზურო რა დავწერე კი მარა?
უმეტესობა ყომარობს უბრალოდ "ვერ" იციან
DDDDDDDDDDDDDDD
მაგ სიტყვა აკრძალული ყოფილა ქართულ სპორტში დამიბლოკეს.DDDD
dinamotb1925
პელე კარგი ფეხბურთელია და დინამოში ცოტა მეტი გამბედაობა მართებს
dinamotb1925
რაც ამ ჟურნალისტებს ევალებათ ის უნდა დაწერონ. არ იყო უინტერესო თამაში. დილა ფრეზე თამაშობდა და რამდენიმე მომენტში მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ნუ ეს უფრო წვრილმანია, თითქოს მსაჯებს ეშინოდათ ვაი რამე ისე არ ვქნათო
levani82
კარგი რა ლევან რომც ეთქვათ არ დანიშნულ პენალტზე მერე რა შეიცვლებოდა? ნუ დავემსგავსებით სხვა გუნდის ფანებს 1 პენალტით არ უნდა წყდებოდეს დინამოს ვერ მოგების საკითხი იმდენად მაღლა უნდა იდგეს დინამო სხვა გუნდებთან შედარებით არ დაგავიწყდეს რა გუნდს გულშემატკივრობ ვერ ვითამაშეთ ისე როგორც საჭირო იყო რადგან შეჭამა ტვინი ძარიას შერგელაშვილის ჩირგაძის და საბანაძის სასტავში თამაშით როცა ლობჟანიძე კაკაბაძე ჯიქია სკამზე ზის არც კოლხეთთან მომეწონა თამაშის ხარისხი და არც დილასთან ეს ვერ არის ის გუნდი რაც გვინდა რომ იყოს ძალიან დიდი დანაკლისია კლასიანი შემსრულებლის ისეთი როგორიც მარცვალაძე იყო 1 მომენტიდან რომ გოლს ქმნიდა
მე-სამეზე უნდა გავიდეთ
და ააქაც მუდამ მულააააააააააააააააააააააააა
ოხ რასამი ქულა დაკარგეს რაქნეს ეგი ამ ჭუჭუებმა
აბააDD იყავი სტადიონზე
ვიყავი ნერვებმოშლილი წამევედი სახლში:@
რეხვიაშვილზე რატო არ წერთ არაფერს 3 0 რო წააგო მისმა გუნდმაა
ტრავმა აქვს
ტეხავს
იმედია მალე მოურჩება.
ტრავმა აქვს რეხვიაშვილს
)
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II
ვასიკო ოდიშვილმა თავის გადაცემაში ასეთი ანეკდოტი ჰქონდა ფეხბურთელები მსაჯს ეუბნებიან წითლები, რატომ მოგვეციო და მსაჯმა მწვანეები მოგვცესო
კარგიაDDDDD
მასეა.
რაო ადმინ დილა-დინამოს თამაში უინტერესო იყოო? ერთი სიტყვა არ დანიშნულ პენალტზე მაინც გეთქვათ თუ ამ თამაშისთვის არ გიყურებიათ?
გაგიტყდაა დინამოს უვარგისობაDDD
ლევან რა გჭირს რა, მოგინდა სამარტLიანი ცემპიონატი ამ დოღი ლიგაში
გადაეხადათ და დანიშნავდა.