ფეხბურთი

20:25 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" ესპანელი მცველი დაიმატა

„დინამო თბილისმა“ მორიგი ტრანსფეირ განახორციელა და კიდევ ერთი ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა. ესპანელ ვიქტორ მონხილთან, რომელიც ბოლოს „ლევანტეს“ მეორე გუნდის ღირსებას იცავდა, ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

26 წლის მონხილი პოზიციით ცენტრალური მცველია და კარიერა „ვალიადოლიდში“ დაიწყო. 2011-2012 წლის სეზონში მთავარ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა.

მერე კი, „ატლეტიკო B“-ს, „ალკოიანოს“, „მერიდასა“ და „პონტევედრას“ რიგებში თამაშობდა.

0.119655