ჩოგბურთი

17:51 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ წყვილებში იმარჯვა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ინდოეთის ქალაქ ჯოდჰპურში გამართულ 25-ათასიან ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

წყვილთა შეჯიბრში მე-4 ნომრად განთესილმა შაფათავამა და ბრიტანელმა ემილი ვებლი-სმითმა “უაილდ ქარდის” მქონე ინდოელებს (ჩამარტი-სამა) 6:2, 6:3 სძლიეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.
შაფათავა ერთეულთა ტურნირის საწყის რაუნდში რუს ეკატერინა მაკაროვას ეთამაშება, წარმატების შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, მე-3 ნომრად განთესილ უკრაინელ ვალერია სტრახოვასთან დაპირისპირება ელის.

0.119832