ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ინდოეთის ქალაქ ჯოდჰპურში იმყოფება, სადაც მონაწილეობას 25-ათასიან ტურნირში მიიღებს.
შაფათავა ერთეულთა ტურნირის საწყის რაუნდში რუს ეკატერინა მაკაროვას ეთამაშება, წარმატების შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, მე-3 ნომრად განთესილ უკრაინელ ვალერია სტრახოვასთან დაპირისპირება ელის.
წყვილთა შეჯიბრში შაფათავასა და ბრიტანელ ემილი ვებლი-სმითს მე-4 რეიტინგი გააჩნიათ და მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე ინდოელებს (ჩამარტი-სამა) გაეჯიბრებიან.