კოსოვოელი ლამაზმანი, დიანა ავდიუ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მზეთუნახავად ითვლება. 2012 წელს დიანა “მის უნივერსად“ აღიარეს და დასავლეთ ევროპის სამოდელო სახელების კარი იმდენად ფართოდ გაუხსნეს, რომ ალბანური ფესვების მქონე ლამაზმანს აწი პარიზიდან და მილანიდან ვერავინ წაიყვანს.
დიანა თავის ნახევრად სეპარატისტული სამშობლოს თითქმის ყველა სპორტული ნაკრების თილისმად ითვლება და როდესაც ეს გოგონა კოსოვოს გუნდების საგულშემატკივროდ ტრიბუნაზე ჯდება, ყველა იქაურ ცრუმორწმუნე კაცს გონია, რომ იმ დღეს ზეციური ძალებიც კი მათკენ იქნებიან.
სხვათა შორის, უკანასკნელ წლებში ერთი ციცქნა კოსოვოდან მთელს ევროპაში დაიძრნენ წარმატებას მაძიებელი გოგონები და როგორც ბულვარული მედია გვამცნობს, საკმაო წარმატებებსაც მიაღწიეს. ბალკანური ეშხი და სილამაზე როგორც ჩანს ევროპელთა გულზე მალამოდ ეცხება და დიანა ავდიუ ამის ყველაზე ნათელი მაგალითია.