ლოს ანჯელეს "ლეიკერსის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "მეფეს" უახლოეს დღეებში პარკეტზე ვიხილავთ.
ლებრონ ჯეიმსს 25 დეკემბერის შემდეგ აღარ უთამაშია, რადგან ბარძაყის ტრავმა აწუხებდა. ლებრონის არ ყოფნაში "ლეიკერსმა" 15-დან 10 შეხვედრა წააგო.
ჯეიმსი მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 27.3 ქულას, 8.3 მოხსნას და 7.2 პასა აგროვებს.