იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 21 ტური მიილია და „იუვენტუსი“ 59 ქულით პირველ ადგილზეა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მეორე ადგილზე მყოფ „ნაპოლის“ უკვე 11 ქულით უსწრებს.
აღსანიშნავია, რომ 21 ტურის თავზე ასეთი დიდი სხვაობა ლიდერსა და მდევარს შორის 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ არ ყოფილა. ასეთი დიდი სხვაობა პირველად სწორედ ხსენებულ სეზონში დაფიქსირდა, როდესაც“ინტერმა“ საბოლოოდ, 22-ქულიანი უპირატესობით მოიგო სკუდეტო.
შეგახსენებთ, გასულ ტურში „ნაპოლი“ „მილანს“ დაუზავდა (0:0), ხოლო „იუვენტუსმა“ „ლაციო“ (2:1) დაამარცხა.