კრიშტიანუ რონალდუსთან განშორების და მსახიობ ბრედლი კუპერთან ხვანცალის შემდეგ, რუს-თათარი დიდებული ასულის, ირინა შეიკის “ტახტი“ როგორც ჩანს თანდათან ირყევა, რადგან პოპულარობითა და სიკისკისით ირინას მძაფრი კონკურენტები არამხოლოდ ევროპაში, მის სამშობლოშიც გამოუჩნდნენ.
რუსი მოდელი, ვერონიკა ისტომინა ერთ-ერთი მათთაგანია, რომელიც ირინას არამხოლოდ კონკურენციას უწევს არამედ ბევრი ლამაზმანთმოყვარის აზრით, ჯობია კიდეც და როდესაც მის სულისამაწრიალებელ ფოტოებს შევხედავათ, მთლად უხიაგი ხალხი უნდა ვიყოთ ეს ჭეშმარიტება ჩვენი ბაგეთგანაც რომ არ ამოიღერღოს.
ვერონიკა ისტომონას სხვა მრავალი ასულისგან განსხვავებით, პოპულარობისათვის ცნობილ სპორტსმენებთან თანაყოფა არასოდეს დასჭირვებია და ეს ვერონიკასთვის სიამაყის მიზეზადაა ქცეული. ასე რომ იცნობდეთ და ეტრფოდეთ ვერონიკას ისტომინას - გოგონას, რომელმაც ირინა შეიკის “ტახტი“ შეარყია!