ფეხბურთი

1:32 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო ისევ უტიტულოდ დარჩა?

„ტოტენჰემი“ ინგლისის ასოციაციის თასის 1/16 ფინალში, სტუმრად „კრისტალ პალასთან“ 0:2 დამარცხდა და გათამაშებას დაემშვიდობა. მასპინძელთაგან გოლები კონორ უიკჰემმა და ანდროს თაუნსენდმა გაიტანეს, მე-9 და 44-ე წუთებზე. სტუმართაგან კი კირან ტრიპიერმა პენალტი ვერ გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ხუთშაბათს, „დეზები“ ქვეყნის ლიგის თასსაც გამოაკლდნენ, „ჩელსისთან“ 1:2 წააგეს. თუმცა, პირველი მატჩი მოგებული ჰქონდათ (1:0) და ევროპული წესებით, შემდგომ ეტაპზე ისინი უნდა გასულიყვნენ. მაგრამ ამ ტურნირზე მეტოქის მინდორზე გატანილ ბურთს უპირატესობა არ ენიჭება.

გამოდის, ტოტენჰემელთა თავკაცი, მაურისიო პოჩეტინო, წლეულსაც უტიტულოდ რჩება. გუნდი უკვე ორივე თასიდან გამოვარდა. ხოლო პრემიერლიგის ან ჩემპიონთა ლიგის მოგება მათთვის სასწაულის ტოლფასი თუ იქნება.

0.113037