ფეხბურთი

1:45 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე საგოლე პასით დაბრუნდა (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს საგოლე პასით დაუბრუნდა. ბელგიის იუპილერ ლიგის 23-ე ტურში „გენტი“ „კორტრაიკს“ ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 დაამარცხა.

ჩაკვეტაძე მოედანზე 69-ე წუთზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც ანგარიში თანაბარი იყო (1:1). 76-ე წუთზე კი, მისი გადაცემის შემდეგ დე სმეტმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ გოლის ავტორმა ინდივიდუალურად დიდებულად ითამაშა და მეტოქის კარი მას შემდეგ დალაშქრა.

ჩაკვეტაძის დაბრუნებაკი, ცალსახად სასიამოვნო ფაქტია. 19 წლის ჩვენებურმა 18 დეკემბრის შემდეგ პირველად ითამაშა. აქვე გეტყვით, რომ გიორგი ქვილითაია განაცხადში არ ყოფილა.

„გენტს“ 37 ქულა აქვს და მე-6 საფეხურზე იმყოფება. მომდევნო ტურში კი, 3 თებერვალს, „ბრიუგეს“ ესტუმრება.

0.136811