ინგლისის ასოციაციის თასის 1/16 ფინალში, ლონდონის „ჩელსიმ“ თავის „სტემფორდ ბრიჯზე,“ ჩემპიონშიფელ „შეფილდ უენსდის“ 3:0 მოუგო და გათამაშების მერვედფინალში გავიდა.
26-ე წუთზე ანგარიში თერთმეტმეტრიანით ვილიანმა გახსნა. შესვენების შემდეგ, ჯერ კალუმ ჰადსონ-ოდოიმ მეორე გაიტანა. ბოლოსკენ კი, იმავე ვილიანმა, ოლივიე ჟირუს გადაცემით, გაასამა და „არისტოკრატები“ შემდგომ ეტაპზე გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ლონდონელთა შემადგენლობაში პირველად ითამაშა „მილანიდან“ ახლახანს გადაბარგებულმა არგენტინელმა შემტევმა, გონსალო იგუაინმა. ის ბევრს ცდილობდა, თუმცა სადებიუტო შეხვედრშაი გოლით ვერ გამოირჩა.
თუმცა, მასპინძლებს, იგუაინის გარდაც ბევრი ჰყავდათ, ვინც ჩემპიონშიფის მე-17 გუნდს დაამარცხებდა. „შეფილდი“ კი მომავალ კვირას ახალ მწვრთნელს - სტივ ბრიუსს ელის.