დღეს, 27 იანვარს მიუნხენში გაიმართა შერეულ წყვილთა შეჯიბრება და ამით იქაური ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ტყვიის სროლაში დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილებში ქვეყანას ორი დუეტის გამოყვანა შეუძლია და ჩვენებმაც ამ წესით ისარგებლეს. ამასთან, არ იყო ასაკობრივი დაყოფა ანუ ახალგაზრდები უფროსებთან ერთად გამოდიოდნენ.
ჩვენგან შეჯიბრებაში ორი დუეტი ჩაება: დედა-შვილი ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი ერთად ისროდნენ, მეორე გუნდში კი ლიზი კილაძე და აკაკი მოსულიშვილი შევიდნენ.
ამათგან ფინალში ანუ საულკეთესო ხუთეულში პირველი გუნდი მოხვდა - სალუქვაძე-მაჭავარიანი. მათ საქკვალიფიკაციო ეტაპზე 788 ქულა დააგროვეს - 386 - მაჭავარიანმა, 382 - სალუქვაძემ), ფინალში კი 371.0 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდნენ.
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური