ჭიდაობა

18:47 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭდავეები ძალებს ნიცას ტურნირზე სცდიან

1-3 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დელანეს სახელობის საერთაშორისო გრან-პრი გაიმართება.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ეგიდით დაგეგმილ ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებსაც ვიხილავთ, რომელიც ევროპის ჩემპიონატისათვის მზადებას იწყებს.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობას 8-14 აპრილს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩვენი ქვეყნის ნაკრები ნიცაში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:
57 კგ. – ოთარ გოგავა, ლაშა ლომთაძე, ბექა ბუჯიაშვილი.
61 კგ. – ბექა ლომთაძე
65 კგ. – ლადო ხინჩეგაშვილი
70 კგ. – ზურაბ იაკობიშვილი
74 კგ. – ზურაბ ერბოწონაშვილი
79 კგ. – ნიკა კენჭაძე, დავით ხუციშვილი
86 კგ. – სანდრო ამინაშვილი, ტარზან მაისურაძე
97 კგ. – მამუკა კორძაია
125 კგ. – როლანდ ანდრიაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113241