23-26 იანვარს, აშშ-ს ქალაქ კოლორადო სპრინგსში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ეგიდით ოლიმპიური ჩემპიონის დეივ შულცის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრის ერთადერთმა ქართველმა მონაწილემ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გოჩა დავითაძემ მძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ფინალში დავითაძემ მასპინძელ ტობი ერიქსონს 7:6 მოუგო.