ავსტრიის ქალაქ მიოდლინგში კადეტთა შორის საერთაშორისო ტურნირი INTERNATIONALES FREDI GRASNEK KADETTENTURNIER მიმდინარეობს.
სამი ქართველი მოფარიკავიდან, ჯგუფური ეტაპი მხოლოდ ლუკა ლომინაძემ დაძლია. ვახტანგ არჩვაძე და ლაშა კუჭუხიძე შეჯიბრს გამოეთიშნენ.
პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ლუკა ლომინაძე აშშ-ს წარმომადგენელს ნიკოლოზ ლორთქიფანიძეს დაუპირისპირდა. ნიკოლოზ ლორთქიფანიძე, ცნობილი ქართველი მოფარიკავის, ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილის არჩილ ლორთქიფანიძის ვაჟია, რომელიც ამჟამად აშშ-ში მწვრთნელად მუშაობს. საუკეთესო 64 სპორტსმენს შორის მოსახვედრი "ქართული დუელი", ლორთქიფანიძის გამარჯვებით 15:6 დასრულდა.
მიოდლინგში მიმდინარე ტურნირის შხვედრებს, ქართველი არბიტრი ლაშა ლოლუაც მსაჯობს.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური