ფეხბურთი

19:40 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი "მანჩესტერთან" თითქმის გამოირიცხა

ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „მანჩესტრ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ნეიმარის გარეშე მოუწევს თამაში. Telefoot-ის ინფორმაციით, 12 თებერვალს გასამართ შეხვედრაში ბრაზილიელი შემტევის მონაწილეობა თითქმის გამორიცხულია.

ნეიმარმა ტრავმა რამდენიმე დღის „სტრასბურგთან“ დაპირისპირებისას მიიღო და როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ „მანჩესტერს“ 12 თებერვალს „ოლდ ტრაფორდზე“ ესტუმრება. სწორედ ამ დღეს განახლდება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება.

0.123122