სხვა

16:35 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მინსკის ევროპული თამაშებისთვის 100-ზე მეტ ქვეყანასთან სამაუწყებლობო შეთანხმება შედგა

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) ცნობით, მინსკის მეორე ევროპული თამაშების ტელეტრანსლაციაზე შეთანხმება 100-ზე მეტ ქვეყანასთან შედგა.

სპორტის საერთაშორისო მაუწყებლობა (ISB) მეორე ევროპული თამაშებისთვის მასპინძელ ტელემაუწყებლობასთან ითანამშრომლებს.

ISB-მ EOC-ს აცნობა, რომ მათ თამაშების გასაშუქებლად შეთანხმებას 106 ქვეყანასთან მიაღწიეს. მათ შორის უმეტესობა ევროპის წამყვანი მაუწყებლები არიან.

შეთანხმებას მიაღწიეს აგრეთვე ევროპის მიღმა ტერიტორიებთან და ქვეყნებთან, რომელთა შორისაა სუბსაჰარული აფრიკა და ახალი ზელანდია.

ISB-ის განცხადებით, ამგვარი შეთანხმება შესაძლებელს ხდის 500 მილიონზე მეტი პოტენციური ტელეაუდიტორიის მოზიდვას.

მასპინძელი მაუწყებელი უზრუნველყოფს თამაშების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას, ასევე ევროპული თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების გადაცემას.

„შესანიშნავი ამბავია არა მარტო ევროპული თამაშების წარმატებისთვის, არამედ -ათლეტებისთვის, რომლებიციმსახურებენ ფართო აუდიტორიას ევროპის უმაღლეს მულტისპორტულ ღონისძიებაზე ასპარეზობისას", - ლოზანაში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა EOC-ის პრეზიდენტმა იანეზ კოჩიანჩიჩმა.

www.geonoc.org.ge

0.111838