პორტუგალიის ლიგის თასის ფინალში "სპორტინგმა" "პორტუ" პენალტების სერიაში დაამარცხა და ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ლისაბონელებმა 3:1 გაიმარჯვეს.
პორტუგალიაში ლიგის თასი 2007/08 წლების სეზონიდან თამაშდება და ყველაზე მეტჯერ შვიდჯერ "ბენფიკამ" მოიგო. "სპორტინგმა" კი თასი ორჯერ აღმართა. პორტუგალიის ჩემპიონატში ლისაბონელები მეოთხე ადგილზე 38 ქულით იმყოფებიან და პირველადგილოსან "პორტუს" რვა ქულით ჩამორჩებიან.