ფეხბურთი

12:10 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემი" "სელტას" თავდამსხმელ მაქსი გომესში 43.2 მილიონს გადაიხდის

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "სელტას" თავდამსხმელი მაქსი გომესი უახლოეს მომავალში "ვესტ ჰემის" საკუთრება გახდება. როგორც Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდონით იუწყება, ლონდონელები მზად არიან ფეხბრთელის კონტრაქტში გათვალისწინებული გამოსასყიდი თანხა 43.2 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.

ასევე ცნობილი ხდება, რომ სამხრეთამერიკელი "ვესტ ჰემში" ტრანსფერის შემდეგ, იჯარის წესით კვლავ ვიგოელთა მაისურით ითამაშებს და ინგლისში ზაფხულში გადაბარგდება. ინგლისელებმა მიუხედავად იმისა, რომ მარკო არნაუტოვიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს, მაინც გადაწყვიტეს თავდამსხმელის დამატება.

მაქსი "სელტამ" 2017 წელს "დეფენსორიდან" ოთხ მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მას შემდეგ ურუგვაელმა 58 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 27 გოლი და ათი საგოლე გადაცემა შეასრულა. გომესის სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპისთვის 35 მილიონი ევროა.

0.114329