ჩოგბურთი

18:05 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერენამ დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე china open-ის ტურნირზე, რეიტინგის პირველმა ნომერმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა, კლასიფიკაციის 15-ე ნომერი ჩეხი ლუსი საფარჟოვა დაამარცხა (6:1, 1:6, 6:2). სერენას ბოლო 10 მატჩში სეტიც კი არ ჰქონდა წაგებული.

შეხვედრა ისე დაიწყო, როგორც სერენას შეეფერება. უილიამს-უმცროსი თავისი ძლიერი დარტყმებით ფლობდა უპირატესობას.პირველ სეტში საფაროვამ ამერიკელს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მეორე სეტში 1:1-ზე საფაროვან შეუძლებელი შეძლო, სერენას ზედიზედ 5 გეიმი მოუგო და ანგარიში გაათანაბრა. ამერიკელმა მესამე სეტის სტარტზევე ბრეიკი გააკეთა და პირველი სეტის მსაგავსად იოლად გაიმარჯვა.

ამერიკელმა 11 ეისი მოაწოდა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ევროპელმა 5 ეისი მოაწოდა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

სერენა უილიამსი მეოთხედფინალში ავსტრალიელ სამანტა სტოსურს დაუპირისპირდება.

ლაშა ქოიავა

0.128038