ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი მამამ დაიცვა, რომელმაც სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. მისი თქმით, ნეიმარის წინააღმდეგ ფეხბურთელები ყოველთვის უხეშობენ, ხოლო მსაჯებს ამაზე რეაქცია არ აქვთ:
„სტრასბურგთან“ შეხვედრაში ერთი და იმავე ეპიზოდში ზედიზედ ოთხჯერ დაირღვა მის წინააღდეგ თამაშის წესი. თუმცა, თუ ჩემი შვილი დაეცემა, „მყვინთავია“, ხოლო თუ ჯარიმის დაცვას ეცდება - სიმულიანტი. წლების განმავლობაში მასთან ვმუშაობ და ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ თავიდან აეცილებინა საეჭვო ეპიზოდები.
მსაჯმა უნდა დაიცვას ასეთი მომენტებისგან. არ ვსაუბრობ, როგორც მამა, მაგრამ დავიღალე ამ სოციალისტური ფეხბურთით. ჩემი შვილი, როგორც ყოველთვის წამოდგება და მზად იქნება. მოემზადეთ, რადგან ის უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე აქამდე იყო“, - განაცხადა ნეიმარის მამამ.