ძიუდო

15:45 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სომხიშვილმაც მოგების გარეშე დაასრულა

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ისრაელის ქალაქ თელ ავივში მიმდინარე გრან პრიზე წარუმატებლად იასპარეზეს. ტატამზე 5 ჩვენებური გავიდა, რომელთა ჯამური მონაგარიც მხოლოდ 2 გამარჯვება გახლდათ.

დღეს, მძიმე წონით კატეგორიაში (+78 კგ.) ძალები სოფიო სომხიშვილმა სცადა, თუმცა, ტურნირი მოგების გარეშე დაასრულა. სოფიომ პირველი წრე გამოტოვა, მეორეში კი ხორვატ ივანა სუტალოსთან შებოჭვაზე მოჰყვა და იპონით დამარცხდა.

0.110018