ისრაელის ქალაქ თელ ავივში მიმდინარე გრან პრის მე-2 დღეს ტატამზე საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების ერთადერთი წევრი მარიამ ჭანტურია (70 კგ.) ვიხილეთ, რომელმაც ასპარეზობა მალევე დაასრულა.
ჭანტურია საწყის რაუნდში მასპინძელ იარდენ მაიერსონს გაეჯიბრა და დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა. მეტოქეებს ორ-ორი შიდო ჰქონდათ, როდესაც ორთაბრძოლის ბოლოსკენ, ებრაელმა ძიუდოისტმა ქართველი იპონზე დასცა.
თელ ავივის გრან პრი ხვალ დასრულდება და საქმეში კიდევ ერთი ჩვენებური ჩაერთვება. მძიმე წონით კატეგორიაში (+78 კგ.) სოფიო სომხიშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი ხორვატ ივანა სუტალოს შეერკინება.