მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა სამეფო თასზე „ჟირონასთან“ (4:2) მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
პირველი გოლი ესპანელმა პენალტით, ჩვეულ სტილში, ე.წ „პანენკას“ დარტყმით გაიტანა. მეორე გოლი კი ორიგინალურად აღნიშნა - რონალდუს სტილში.
სერხიო რამოსს მიმდინარე სეზონში უკვე 13 გოლი აქვს გატანილი (7 პენალტით). რამოსმა 9 გოლი „რეალის“ მაისურით გაიტანა (4 ლა ლიგაში, 3 სამეფო თასზე, 1 საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე და 1 ევროპის სუპერთასზე), ხოლო ოთხჯერ თავი ესპანეთის ნაკრებში გამოიჩინა.