ფეხბურთი

17:08 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" გიორგი თევზაძე დაიმატა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ“ გიორგი თევზაძე დაიმატა. 22 წლის ფეხბურთელი თბილისურ გუნდს თურქულ შეკრებაზე დღეს შეუერთდა, თუმცა ტრანსფერის დეტალები უცნობია.

„ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ “საბურთალოში დაბრუნებით. დავბრუნდი ჩემს კლუბში, იქ სადაც გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. “საბურთალო” ჩემთვის დიდი ოჯახია, რომლისგანაც ყოველთვის ვგრძნობდი გვერდში დგომას. ვესაუბრე გიორგი ჭიაბრიშვილს, კლუბის ხელმძღვანელობას, ჩემი ეიმედებათ და ნდობის გამართლებას ვეცდები.

“საბურთალო” საქართველოს ღირსეული ჩემპიონია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ტიტული შევინარჩუნოთ. ასევე, ევროტურნირებზე ღირსეულად უნდა ვითამაშოთ და ვასახელოთ საქართველო. რთული იქნება ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, თუმცა შეუძლებელი არაფერია. ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო კლუბის წარმატებაში”, - ციტირებს მარცხენა მცველის სიტყვებს „საბურთალოს“ ვებგვერდი.

თევზაძე „საბურთალოში“ აქამდეც თამაშობდა 2015 წლამდე. შემდეგ მის კარიერაში იყო „სამტრედია“ და „დინამო“, ხოლო 2018 წელს „ჟილინაში“ გადავიდა. თუმცა, სლოვაკური კარიერა არ აეწყო, მხოლოდ მეორე გუნდის რიგებში უწევდა თამაში (14 მატჩი, 1 გოლი).

0.578453