„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, ამბობს, რომ მალე პოლ პოგბა გუნდის კაპიტანი გახდება. ბრიტანული მედია კი აღნიშნავს, რომ ნორვეგიელი ამას ჟოზე მოურინუს ჯინაზე აკეთებს, რომელმაც ფრანგს ვიცე-კაპიტნობა ჩამოართვა და უთხრა: კაპიტნობას ვერასოდეს ეღირსებიო.
„ის ლიდერია, ადამიანებზე ზემოქმედება შეუძლია და წარმატებული უნდა რომ იყოს. ვიცნობ მას, როცა სიამოვნებას ანიჭებ, ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია. ის პიროვნებაა, ინდივიდუალისტი. თუმცა, კარგად მოეხსენება, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია.“ - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს The Guardian.